საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურის ხელთ არსებული მტკიცებულებების გასაჯაროვება პატრიარქის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოხდება.
აღნიშნულ საკითხზე ვასაძემ „იმედის" ეთერში ისაუბრა.
„საზოგადოებას ვპირდები, რომ მისი უწმინდესობის საქართველოში ჩამობრძანების შემდეგ, გასაჯაროვდება ინფორმაცია მტკიცებულებებთან დაკავშირებით.... პატრიარქი ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში ორშაბათისთვის ჩამობრძანდება და უკვე მისი უწმინდესობის ჩამობრძანების შემდეგ, ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ ამ საქმეზე. ჩვენ მაქსიმალურად გამოვაქვეყნებთ ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს“, - განაცხადა მამუკა ვასაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.