პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით არ არის არავითარი დაპირისპირება".
როგორც მან „იმედთან" საუბრისას აღნიშნა, საპატრიარქოს გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება შფოთში ჩააგდო. მისი განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან ერთად, საზოგადოებაში მწუხარება გამოიწვია ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა.
„ის პიროვნებები, რომლებიც დასახელდა მეუფე პეტრეს მიერ, ყველა მათგანთან მიხდება შეხება. ეს პიროვნებები საქართველოს პატრიარქის გვერდით დგანან, ესენი არიან უაღრესად ერთგულნი საქართველოს ეკლესიის, ამის თქმის საფუძველი მაქვს....
სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, არსებობს ეკლესიის სამართლებრივი ნორმები. როცა მე ვამბობ, რომ ეს ადამიანები დგანან პატრიარქის გვერდით და არიან მისი ერთგულები ეკლესიის, ამის საფუძველი მაქვს რომ ეს ვთქვა. თუკი მეუფე პეტრე აქვს საფუძველი სხვაგავარად იფიქროს და თქვას, ამისთვის არსებობს წმინდა სინოდის სხდომა, სადაც მღვდელმთავარი მოვალეა რომ კანონიკური ნორმების მიხედვით გაითვალისწინოს ის სამართლებრივი პროცედურა, რასაც ასეთ შემთხვევაში საეკლესიო სამართალი ითვალისწინებს. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
ეს საუბარი არ წარიმართა ასე, საკითხები არ იქნა დაყენებული, წარმოჩენილი წმინდა სინოდის სხდომაზე და უცბად ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რომ ხდება საჯარო სივრცეში განცხადების გაკეთება, რამაც ძალიან ბევრი ადამიანის დაბრკოლება გამოიწვია და ძალიან ბევრ ადამიანს სხვადასხვა მნიშვნელოვანი კითხვა გაუჩინა. შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს გასჩენოდა კითხვა იმ საუბრების შემდგომ, რაც მეუფე პეტრეს დაუკავშირდა, რომ ვინ მართავს საქართველოს ეკლესიას.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მართავს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქს აქვს ნების სიმტკიცე და როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს ინტერესებს, მას აქვს უაღრესი სიმკაცრეც და პატრიარქი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს იმას, რომ ეკლესიაში მოვლენები უმართებულოდ განვითარდეს.... რა ამოძრავებს მეუფე პეტრეს - მე ეს არ ვიცი. მე არ შემიძლია ჩემს თავს უფლება მივცე ვისაუბრო მეუფე პეტრეს განზრახვაზე. მე ეს არ შემიძლია.
ვფიქრობ, რომ როდესაც ჩამობრძანდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შესაძლოა, გაიმართოს წმინდა სინოდის სხდომა. შესაძლოა, მღვდელმთავრებს ჰქონდეთ ერთმანეთთან საუბრის საშუალება და ამის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, იქნება გაცხადებული იმ ყველაფრის შესახებ, რაც ამ მოვლენებს დაუკავშირდა და რამაც საზოგადოება ასე უკიდურესად შეაშფოთა და შეაწუხა“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.