საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია „იმედთან" საუბრისას დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესა და საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„მინდა ვთქვა, რომ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ მყარი საფუძველი იმ ქმედებებისთვის, რაც მათ განახორციელეს. მხედველობაში მაქვს როგორც დაკავება, ასევე გამოძიების გაგრძელება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეკლესიის ერთიანობა, ჩვენ მაქსიმალურად, დღემდე ვცდილობთ თავი შევიკავოთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან. ამას ვაკეთებთ გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ამის პასუხად ჩვენ, საზოგადოების მთელი რიგი წარმომადგენლების მხრიდან და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მივიღეთ საკმაოდ უსამართლო და არაადექვატური რეაქცია. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ უფრო მეტ ნდობასა და პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ....
პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს, მაქსიმალურად გავუფრთხილდით მას, არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გამოქვეყნებისგან. სამწუხაროდ, ასე არ მოიქცა ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და ჩვენ მოგვიწია, შემდეგ მოპასუხის რეჟიმში ყოფნა. ამ პირობებშიც, ჩვენ თავი შევიკავეთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი დაბრუნდება საქართველოში და მიიღებს სრულ ინფორმაციას ამ საკითხის ირგვლივ, მას ექნება შესაბამისი პოზიცია ამ საკითხის თაობაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ „დიდი უბედურების" თავიდან აცილების მიზნით ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შემდეგ, გამოძიებას პროცესის წარმართვის საშუალება უნდა მიეცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.