საქართველო თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის მთავარი თემა სხვადასხვა სფეროში საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობა იყო.
პრემიერ მინისტრებმა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრეს, ასევე, დაადასტურეს მზადყოფნა, გაძლიერდეს თანამშრომლობა საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, "სამხრეთის დერეფნის" წარმატებით განხორციელების მიმართულებით.
თურქეთის პრემიერ მინისტრმა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ბინალი ილდირიმმა გიორგი კვირიკაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ სახელმწიფო მეთაურთა სამიტზე მიიწვია, რომელიც სტამბოლში 22 მაისს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.