ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღწეულ პროგრესს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
პრემიერმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დიალოგის წარმატებით დასრულებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს უმოკლეს ვადაში დაასრულებს.
ყურადღება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ეფექტური იმპლემენტაციის ერთგულია.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.