ამერიკის შეერთებული შტატების ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოამზადა შეტყობინების ცნობარი საემიგრაციო აგენტებისთვის, რომლის მიზანიცაა თავშესაფრის მაძიებლებს ადრეულ პროცესშივე ეთქვათ უარი მათი თხოვნების დაკმაყოფილებაზე, რითაც დეპორტაცია დაჩქარდება.
როგორც „როიტერსი“ წერს, ცნობარი თავშესაფრის მაძიებელთა ოფიცრებს „ყველა სათანადო ინფორმაციის გამორკვევის“ ინსტრუქციას აძლევს, რათა მკაფიოდ განისაზღვროს, არსებობს თუ არა აპლიკანტისთვის „დამაჯერებელი საფრთხე“ იმისა, რომ შინ დაბრუნებისას მისი დევნა განხორციელდება - პირველი დაბრკოლება, რასაც ემიგრანტები შეერთებული შტატების და მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის თხოვნისას წააწყდნენ.
ცნობარი პირველად McClatchy- ახალი ამბების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, 2015 წელს თავშესაფრის მაძიებელთა მხოლოდ 18%-ის აპლიკაცია დაკმაყოფილდა მოსამართლეთა მიერ. აპლიკანტებს, რომლებიც იმ ქვეყნებიდან არიან, სადაც პოლიტიკური დევნის უფრო მაღალი მაჩვენებელია, უფრო მაღალი შანსი აქვთ მოიგონ სასამართლოებში საქმეები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.