უსუფაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის მოსასმენად მთავრობის წევრების მისვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
24-03-2015, 01:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც პარლამენტში მოსვლის სურვილი ექნება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დასასწრებად აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების,დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწვევის უზრუნველყოფის თაობაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის მიმართვას.


დავით უსუფაშვილის განცხადებით, თანამდებობის პირებს, რომელთაც პარლამენტი ირჩევს თუ ნიშნავს, პარლამენტის სხდომაზე მისვლა ყოველგვარი მიწვევის და ნებართვის გარეშე შეუძლიათ.


"პრეზიდენთან ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი საუბრის შედეგად, განვსაზღვრეთ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის დრო და თარიღი. ეს იქნება 31 მარტს 13:00 საათზე, პრეზიდენტი პარლამენტში წარდგება ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება და კონსტიტუციური პროცესი, რომელსაც პარლამენტი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარებს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაესწრება ამ ღონისძიებას და ვინ არა, მინდა განვაცხადო, რომ პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება ყოველგვარი დამატებითი ნებართვების, მოწვევის ან თხოვნების გარეშე აქვთ თანამდებობის პირებს, რომლებიც დანიშნული ან არჩეული არიან პარლამენტის მიერ. ამ დღესაც თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად აქვთ საშუალება იმისა, რომ მობრძანდნენ პარლამენტში. ჩვენ მათ ყველას დავხვდებით, თუკი ისინი მობრძანდებიან. ადგილები საკმარისი გვაქვს და თუკი ვინმე მობრძანდება, ყველას მივუჩენთ. ამის პრობლემა არ იქნება, ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტს და ყველა, ვინც მობრძანდება, პარლამენტის კარი ღია იქნება და ორგანიზაციულად ყველაფერი უზრუნველყოფილ იქნება, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი