„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ ათასობით ადამიანს სიტყვით არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, „კურიერის“ წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა მიმართა. მან მადლობა გადაუხადა, „სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად“ შეკრებილებს და თქვა, რომ ყადაღის და მუდმივი წნეხის მიუხედავად „რუსთავი 2“ განაგრძობს მაუწყებლობას.

„ამ წუთას რუსთავი 2 ისევ ჩაირთო, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არხი არასდროს უნდა გამოირთოს“, - უთხრა მან მხარდამჭერებს.
„ჩვენ 2 წელია უკვე გაუსაძლის პირობებში გვიწევს მუშაობა. მუდმივი შანტაჟი, მუქარა, ყადაღა, წნეხი, ამ უთანასწორო ბრძოლაში ვართ ჩართული ბოლო 2 წლის განმავლობაში. ჩვენ ერთი წუთით არ დაგვიხევია უკან და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან, თუმცა ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. დღეს ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას. მერწმუნეთ, „რუსთავი 2“ თუ დაეცა, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ტელევიზიის, თუნდაც ყველაზე პოპულარული და ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის დაცემა, ეს ნიშნავს იმას, რომ შემდეგ, ხვალ თითოეული ჩვენგანის ოჯახებში შემოვლენ და რასაც უნდათ იმას გააკეთებენ და ამ ქვეყანაში სივრცე აღარ იქნება დატოვებული, რომ თქვენი პრობლემები გააშუქოს და თქვენი პრობლემები მთელ ქვეყანას გააცნოს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მან მიმართა იმ მოსამართლეებს, რომლებიც „დღემდე მედგრად დგანან“ და არ მოაწერეს ხელი „იმ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელსაც ითხოვს მათგან ხელისუფლება“.
„ძალიან ცოტა დრო დარჩება ბატონებო, ძალიან ცოტა ამ ყველაფრის დასასრულისთვის“, თქვა მან და დაამატა, რომ „არც ერთ მოსამართლეს არ სურს, რომ მათი გვარები შევიდეს ნაზღაიძის და ურთმელიძის გვარების გვერდით. მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა გაიმარჯვებს“.
უდუმაშვილის თქმით, ცნობილი გამოანთქვამი, „ძალა აღმართს ხნავს, ხელისუფლების სასარგებლოდ არ მუშაობს, - ეს ძალა ხნავს აღმართს და ამ ძალას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება“, - აღნიშნა მან და ხალხის ძალაზე მიანიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.