თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ ათასობით ადამიანს სიტყვით არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიმართა. მისი სიტყვის მთავარი სამიზნე საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანშვილი იყო. მან თქვა, რომ ივანიშვილი მუდმივ თვალთვალს ახორციელებს და ბოლო 2 წლის განმავლობაში, როცა მათ ყველაფერი წართმეული აქვთ, „ივანიშვილის რისხვა“ მათზე „დამოკლეს მახვილივით არის ჩამოკიდებული“.
„აი, ეს კაცი მუდმივად გვიყურებს, მუდმივად გვისმენს (გვარამიამ ივანიშვილის გამოსახულებიანი პორტრეტი აიღო ხელში), მუდმივად გვითვალთვალებს, ამ კაცს არ ვუყვარვართ, ეს კაცი არ არის ჩვენი, ეს კაცი არ ზრუნავს ჩვენზე, ამ კაცს სძულს არა მარტო „რუსთავი 2“, არამედ ყველაფერი, ყველა ის სიკეთე, რომელსაც „რუსთავი 2“ გამოხატავს - დასავლეთი, კრიტიკა, რაციონალიზმი, მაგრამ ჩვენ არ ვმაუწყებლობთ ამ კაცისთვის, ჩვენ დავიღალეთ ამ კაცისგან. ჩვენ არ ვაპირებთ, მისი ბედი გადავწყვიტოთ, მისი ბედი გადაგვილოცია თქვენს ხელში, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს მისი ბედი. ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებთ, რას აკეთებს ეს კაცი ჩვენთვის, როგორ გვისმენს, როგორ იპარავს ჩვენს ქონებას, როგორ დგას ყველა ხელისუფლის უკან, რომელიც სინამდვილეში არარაობაა და სინამდვილეში გვმართავს ეს კაცი. ამ კაცმა დააბრუნა 1984 საქართველოში, როცა ყველას უთვალთვალებენ, მეორე დღეს გვაჩვენებენ, გვასმენინებენ, გვხურავენ, სულს უღებენ პირიდან ყველა ადამიანს, რომელსაც თავისუფლება უნდა. ამ კაცის ადგილი არის საქართველოში და იყოს იქ, სადაც არის, მაგრამ ამ კაცის ადგილი არ არის ჩვენს გულებში, ამ კაცის ადგილი არ არის „რუსთავი 2“-ში და ჩვენ მას იქ არ შემოვუშვებთ არასდროს. არც ერთი მისი მოციქული „რუსთავი 2“ - ში ვერ გაიჭაჭანებს“, - განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ 19 თებერვალს მარო მაყაშვილის დაბადების დღეა და მოუწოდა ქართველ მოსამართლეებს და პოლიტიკოსებს გაჰყვნენ მის გზას, რომელიც „ქრისტეს გზაზე დადიოდა“ და არა „ბარაბას გზას“.
„ჩვენ ვითხოვთ ძალიან მარტივ რამეს, ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა, რაც კანონით გვეკუთვნის და რაც სამართლიანია, ჩვენ წართმეული გვაქვს ყველაფერი 2 წელია. დამოკლეს მახვილივით გვაკიდია ივანიშვილის რისხვა, რომლისაც არ გვეშინია, მაგრამ ყველა შემთხევაში მორალურად ჩვენზე ზემოქმედებს. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, ვმუშაობთ ყველაზე უკეთესად, იმიტომ , რომ თქვენი თვალები, თქვენი გულები გვაძლიერებს და ვიცით, რომ თქვენთვის ვმუშაობთ. ვიცით, რომ თქვენ გვისმენთ და საბოლოოდ განაჩენს გამოუტანთ ყველა ნაძირალას“, - მიმართა გვარამიამ მხარდამჭერებს და დაამატა:
„უზენაესმა სასამართლომ უნდა შობოს დამოუკიდებელი სასამართლო საქართველოში. ბოლოს და ბოლოს, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს. ის, რაც ვერასდროს ვერ მოხდა ამ ქვეყანაში ისტორიულად, დღეს შეიძლება, რომ მოხდეს. ნუ გაყვებით ბარაბას გზას, ნუ გაყვებით ურთმელიძეს, ნუ გაყვებით ნაზღაიძეს, ნუ გაყვებით ყველა დამქაშს, მექრთამეს და ნაძირალას, გაყევით მარო მაყაშვილის გზას, გაყევით ქრისტეს გზას და თქვენი შვილები დაგიფასებენ პირველ რიგში; თქვენ შეხვალთ თქვენი ქვეყნის ისტორიაში“.
გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ "მილიარდერმა" ვერც ერთი ადამიანი "რუსთავი 2", - იდან "ვერ გადაიბირა ვერც ერთი თანხის შეთავაზებით".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.