შეერთებულ შტატებში ბაზირებულმა აუქციონის სახლმა განაცხადა, რომ წითელი ტელეფონი, რომელზეც ნაცისტური პარტიის სიმბოლოებია გამოსახული, აუქციონში მონაწილე ერთ-ერთმა მყიდველმა შეიძინა, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა. ტელეფონი აღწერეს, როგორც „ალბათ, ყველა დროის ყველაზე გამანადგურებელი ‘იარაღი’“. ნაცისტი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერის ტელეფონი კვირას, შუადღისას გაიყიდა.
როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, ტელეფონის საწყის ფასად 100 000 აშშ დოლარი დასახელდა და წარმატებულმა მყიდველმა ის 243 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა.
რელიქვიური ტელეფონი, რომელიც თავდაპირველად შავი ფერის იყო და მოგვიანებით ჟოლოსფრად შეღებეს და რომელზეც ჰიტლერის სახელი ამოკვეთეს, ნაცისტების ლიდერის ბერლინის ბუნკერში იქნა ნაპოვნი 1945 წელს, როდესაც ნაცისტური რეჟიმი მე-2 მსოფლიო ომში დამარცხდა.
თავდაპირველად ტელეფონი რუსი ოფიცრების ხელში აღმოჩნდა, რომელთაც ის ბრიტანელ ოფიცერს, სერ რალფ რეინერს მისცეს, რომლისგანაც ტელეფონი მემკვიდრეობით მის ვაჟს ერგო, რომელმაც მოგვიანებით ის გასაყიდად გაიტანა.
აუქციონის სახლის განცხადებით, კვლევა და ფოტოები ამტკიცებს ტელეფონის წარმომავლობას და ნამდვილობას.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ტელეფონი გამოიყენებოდა სატრანსპორტო საშუალებებში და მატარებლებში, ისევე როგორც ჰიტლერის საბრძოლო შტაბში.
აუქციონის სახლმა ტელეფონს „მასობრივი განადგურების იარაღი“ უწოდა, შენიშნა რა, რომ ჰიტლერის მიერ აღნიშნული ტელეფონით გაცემულმა ბრძანებებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
აუქციონის სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამყიდველი და აუქციონის სახლი იმედოვნებს, რომ ტელეფონი საბოლოო ბინას მუზეუმში დაიდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.