პატრიარქის ექიმი: თავს კარგად გრძნობს უწმინდესი - ალბათ, საქართველოში სიხარულით ელოდებიან
20-02-2017, 01:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან დღეს დაბრუნდება.

 

 

საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა აცხადებს, რომ უწმინდესი თავს კარგად გრძნობს.

მისი განცხადებით, გამოკვლევების შედეგად მიღებული ყველა მაჩვენებელი „მისაღებია".

 

 

„თავს კარგად გრძნობს უწმინდესი. ყველა მაჩვენებლები, რასაც ყოველდღიურად აკვირდებიან - შაბათ-კვირის ჩათვლით, გამოკვლევები ყოველდღიურად ხდება, ყველა მაჩვენებელი ჩვენთვის მისაღებია. კლინიკიდან წაბრძანდება და საქართველოში დაბრუნდება. ასე რომ, მთელ საქართველოს ვულოცავ უწმინდესის წარმატებით ჩატარებულ მკურნალობას. ალბათ, საქართველოში სიხარულით ელოდებიან", - განუცხადა ცისანა შარტავამ ჟურნალისტებს ბერლინში.

 

 

პატრიარქს გერმანიაში „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში“ 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი