გიორგი ბოტკოველი: ჩვენ შევუერთდებით ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ინიციატივას, რომელიც ამ ხელისუფლების ჩამოსაშლელად იქნება მიმართული
20-02-2017, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რა თქმა უნდა, ჩვენ შევუერთდებით ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ინიციატივას, რომელიც ამ ხელისუფლების ჩამოსაშლელად იქნება მიმართული, - აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბოტკოველმა მთავარი პროკურორის გათავისუფლების შესახებ „ევროპული საქართველოს" ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

ბოტკოველი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის პრობლემა არა ირაკლი შოთაძე, არამედ ბიძინა ივანიშვილია.

 


„თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვთვლით, რომ მთავარი პრობლემა დღეს არის შოთაძე. მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უნდა ჩამოვაშოროთ ამ ქვვეყანას", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა „იმედთან" საუბრისას.

 

 

„ევროპულმა საქართველომ" მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნის შესახებ საკუთარი ინიციატივა გასულ კვირას გააჟღერა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას და მათი წარმომადგენელი შოთაძის გადადგომის მოთხოვნას საპროკურორო საბჭოში დააყენებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი