11-წლიანი პატიმრობის შემდეგ, „ეი-ეს-თელასის" ფინანსური მენეჯერის მკვლელობისთვის ბრალდებულები, ნიკა ჩემია და გიორგი გვიჩიანი სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
ორივე მათგანი დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
საქმე ეხება ”ეი-ი-ეს თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობას, რომელზეც 2006 წლის 15 აგვისტოს გიორგი გვიაჩიანისა და ნიკა ჩემიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. მათ უვადო პატიმრობა მიესაჯათ. ჩემია და გვიჩიანი დანაშაულს არ აღიარებდნენ. მოგვიანებით, მათ უვადო პატიმრობა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეეცვალათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.