გიორგი გვიჩიანი: დასრულდა 11-წლიანი უკანონო პატიმრობა, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზი და საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი სამსახურეობრივი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი
20-02-2017, 02:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

11-წლიანი პატიმრობის შემდეგ, „ეი-ეს-თელასის" ფინანსური მენეჯერის მკვლელობისთვის ბრალდებულები, ნიკა ჩემია და გიორგი გვიჩიანი სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.

 

 

როგორც სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა გიორგი გვიჩიანმა განაცხადა, მისი დაკავებით სანდრო გირგვლიანის მკვლელობის არასწორად გახსნის გადაფარვა მოხდა.

 

 

„მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიებით და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დასრულდა 11-წლიანი უკანონო პატიმრობა, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზი და საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი სამსახურეობრივი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი. უფრო კონკრეტულ განცხადებას გავაკეთებ მოგვიანებით.... იყო ორი დაპატიმრება ჩემი, პირველი დაპატიმრება იყო სამდღიანი, ხოლო მეორე, როდესაც სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს, ეს არის პირველის გაგრძელება, პირველმა გამოიწვია შედეგად მეორე. მეორე დაპატიმრება განხორციელდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის არასწორი გახსნის გადასაფარავად", - განაცხადა გიორგი გვიჩიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

საქმე ეხება ”ეი-ი-ეს თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობას, რომელზეც 2006 წლის 15 აგვისტოს გიორგი გვიაჩიანისა და ნიკა ჩემიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. მათ უვადო პატიმრობა მიესაჯათ. ჩემია და გვიჩიანი დანაშაულს არ აღიარებდნენ. მოგვიანებით, მათ უვადო პატიმრობა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეეცვალათ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი