ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ნინო გვენეტაძის მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობდა
20-02-2017, 03:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მოხსენებით წარსდგა, კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

 


ნინო გვენეტაძეს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს, რაც გვენეტაძემ უპასუხოდ დატოვა.

 

 

გვენეტაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ მხოლოდ ის განაცხადა, რომ ვიდრე სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს, ის ვერც ამ პროცესზე და ვერც კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.

 


სხდომაზე სამაუწყებლო კომპანიასთან და მის მოსამართლეებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს კამათი მოჰყვა.

 

 

„ისევ უზრდელობას მიმართავთ, ყველამ კარგად იცით, რაც ხართ და ვინც ხართ,“- მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ, სხდომის წამყვანმა სოფიო კილაძემ ნიკა მელიას.

 

 

„იმ ხელისუფლების წარმომადგენელი ხართ, ვინც ბედუკაძე გმირად აქცია, რა გაქვთ სალაპარაკო,“- მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოფიო კილაძეს, რაზეც კილაძემ უპასუხა - „ნუ მასწავლით რა უნდა ვთქვა, უზრდელები ხართ“.

 

 

„დებოშის მოწყობა თუ გინდათ, თქვით, სხდომის ჩაშლა გინდათ.... მანდატურის თანამშრომელს ვთხოვ მიაბრძანონ ბატონი მელია, რა არის, ეს რა ზრდილობაა,“- აღნიშნა სოფიო კილაძემ.

 

 

აღნიშნული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის შესრულებაზე უსმენდნენ.

 

 

ნინო გვენეტაძემ პარლამენტის შენობა უკვე დატოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი