„პატიმრობის შესახებ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა წარადგინა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მომხსენებელმა, იმ სიახლეებზე ისაუბრა, რასაც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს. მისი განმარტებით, იქმნება გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა გათავისუფლების ვადა 6 თვეს არ აღემატება. „მათ შესაძლებლობა ექნებათ კვირაში 3 დღის ვადით დატოვონ ეს დაწესებულება, რათა მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია უმტკივნეულოდ მოხდეს“, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.
წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს, უფლებამოსილება ენიჭება მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეუცვლოს.
გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ასევე დაბალი რისკის და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება ენიჭება ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინოს პირადი ტელევიზორი ან რადიომიმღები. ხოლო განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები ანალოგიური უფლებით სარგებლობას დაწესებულების დირექტორის ნებართვის შემთხვევაში შეძლებენ.
ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება მხოლოდ სასამართლოს ექნება, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისგან იმ მსჯავრდებულს, გაათავისუფლებს რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი.
პროექტის თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება, უფლება ეძლევა აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით ისარგებლოს. აღნიშნული პატიმრობის ვადა 60 დღე-ღამემდე მცირდება. აგრეთვე დისციპლინარული პატიმრობა არ გამოიყენება იმ ქალ მსჯავრდებულებზე, რომლებიც ორსულად ან ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში არიან და ჰყავთ 3 წლამდე ბავშვი ასევე, 65 წელს გადაცილებულ მსჯავრდებულს.
თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს მსჯავრდებულს აცნობოს. ცვლილებების თანახმად, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებზე პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლება არ გავრცელდება.
შემოთავაზებული ცვლილებებით, ხდება მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასება და გადაფასება;
ცვლილებების პაკეტის წარდგენის შემდეგ მომხსენებელმა, კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.
დეპუტატებმა, პოზიტიურად შეაფასეს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც მხარი ერთხმად დაუჭირეს.
„რესოციალიზაცია - რეინტეგრაციაზე ორიენტირებული პენიტენციალური სისტემა იმ მოთხოვნებს პასუხობს, რაც ადამიანის უფლებების კუთხით, თუნდაც ევროპასთან ინტეგრაციის სფეროში არსებობს. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პენიტენციალურ სისტემაში რეინტეგრაციაზე ორიენტირებული მიდგომების დამკვიდრებას“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირინე ფრუიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.