ექიმი: მამა გიორგი მამალაძის კლინიკიდან გაწერის საკითხი გადაწყდება ერთ-ორ დღეში
20-02-2017, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ჩაფიძის კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სოფო უნგიაძემ გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ამ დროისთვის განსაკუთრებული გართულებები არ აღინიშნება.

 

 

„ყოველდღიურად დინამიკაში კონტროლდება გამოკვლევები. ეს არის როგორც სისხლის ლაბორატორიული ანალიზები, ასევე ინსტრუმენტული გამოკვლევები. განსაკუთრებული ცვლილებები ამ დროისთვის არ არის დიაგნოზი არის პნევმონია. კლინიკიდან გაწერის საკითხი გადაწყდება ერთ-ორ დღეში. სათანადო გამოკვლევების შეფასების შემდგომ, დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია გაფართოებული კონსილიუმი", - განაცხადა ექიმმა.

 

 

დაკავებული დეკანოზი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის კლინიკაში რამდენიმე დღის წინათ გადაიყვანეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი