ბედნიერი ვარ დღეს როგორც იქნა სამართალი დადგა, - აღნიშნული განცხადება 11-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა, ნიკა ჩემიამ გააკეთა.
მისი თქმით, დღევანდელმა პროკურატურამ წინა რეჟიმის სტერეოტიპული მიდგომის დანგრევა დაიწყო.
„ფაქტია, რომ პროკურატურამ იმ სტერეოტიპულ მიდგომაზე, რაც წინა რეჟიმის დროს იყო - რომ თუ დამნაშავეები არ ჰყავდათ, მსჯავრდებულები მაინც ჰყავდეთ - უარი თქვა ამ ყველაფერზე და დაიწყო თითქმის ჭეშმარიტებამდე აღიარებული დოგმის დანგრევა", - განაცხადა ნიკა ჩემიამ „იმედთან" საუბრისას.
ნიკა ჩემია და გიორგი გვიჩიანი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დღეს სასამართლოს დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
საქმე ეხება ”ეი-ი-ეს თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობას, რომელზეც 2006 წლის 15 აგვისტოს გიორგი გვიაჩიანისა და ნიკა ჩემიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. მათ უვადო პატიმრობა მიესაჯათ. ჩემია და გვიჩიანი დანაშაულს არ აღიარებდნენ. მოგვიანებით, მათ უვადო პატიმრობა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეეცვალათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.