საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დარიალის ხეობაში მდინარე თერგის მეწყერული ჩამონაშალებისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორი გიორგი შენგელია გაეცნენ.
„დარიალის ხეობა მეწყერსაშიში ზონაა, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია მეწყერული ჩამონაშალებისგან კალაპოტის გაწმენდა, რაც თერგს დაგუბებისგან იხსნის. პროექტის ფარგლებში, მაგრდება გზა, რაც გადაადგილების შესაძლებლობებს ზრდის. სამუშაოებზე 15 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი სტიქიების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება", - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.