სამხრეთ სუდანის ზოგიერთ ნაწილში შიმშილობა გამოცხადდა - რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მთავრობის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობების თანახმად 100 000 ადამიანი შიმშილის წინაშე დგას, ხოლო 1 მილიონზე მეტი შიმშილის ზღვარზე იმყოფება. ამის მიზეზად კი სამოქალაქო ომისა და ეკონომიკური კოლაფსის კომბინაცია სახელდება.
შიმშილის შესახებ გაფრთხილებები გაისმის იემენში, სომალიში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში, მაგრამ სამხრეთ სუდანი პირველია, რომელმაც ამის თაობაზე გამოაცხადა.
როგორც BBC წერს, შიმშილს ამჟამად სამხრეთ სუდანის ზოგიერთი ნაწილი აქვს მოცული, მაგრამ ჰუმანიტარულმა ჯგუფებმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთეს, რომ კრიზისი შესაძლოა გავრცელდეს სხვაგანაც, თუკი სასწრაფო დახმარება არ იქნება მიღებული.
დახმარების სააგენტოებმა, მათ შორის გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ და ბავშვების ფონდმა, Unicef-მა განაცხადეს, რომ 4.9 მილიონი ადამიანი - სამხრეთ სუდანის მოსახლეობის 40%-ზე მეტი - საკვებით სასწრაფოდ დახმარებას საჭიროებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.