დაკავებული დეკანოზის ახალი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის აქვს წაყენებული.
საქმის დეტალებთან დაკავშირებით რამიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი ჩაფიძის კლინიკაში მამა გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ გააკეთა.
„საქართველოს, როგორც ყველასთვის ცნობილი არის, არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა. საქართველოში არანაირი, ასე ვთქვათ, ღმერთმა დაგვიფაროს, უბედურება არ გვეწეოდა.
ბრალი წაყენებულია, საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, მდივან-რეფერენტის[შორენა თეთრუაშვილი] მიმართ,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, მამა გიორგი ჩხრეკას არ დასწრებია და მას ბარგი პროკურატურაში, დაკავებიდან, დაახლოებით, 6 საათსა და 40 წუთში მიუტანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.