კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისის აეროპორტში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება.
„თქვენი ლოცვებით მშვიდობით დავბრუნდი გერმანიიდან ძალიან მძიმე ოპერაციის შემდეგ. მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენი თანადგომისთვის, თქვენი ლოცვებისთვის. მინდა მადლობა მოვახსენო გერმანელ ხალხს, გერმანიის ხელისუფლებას, პროფესიონალებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო. დალოცვილი იყავით. სამწუხარო ის არის, რომ აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა. ჩვენ ვფიქრობთ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება და კარგად დამთავრდება. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ”, - ბრძანა პატრიარქმა.
თბილისის აეროპორტში პატრიარქს სასულიერო პირები და მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლები დახვდნენ.
ილია მეორემ „ჰელიოს ბერლინ ბუხის” კლინიკა, სადაც მას 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, დღეს გერმანიის დროით დილის 11:00 საათზე დატოვა.
უწმინდესი საავადმყოფოდან ადგილობრივმა ქართველებმა და მკურნალმა ექიმებმა გამოაცილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.