რუსეთის ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვიტალი ჩურკინი ნიუ იორკში 20 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, ჩურკინს 21 თებერვალს 65 წელი შეუსრულდებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა გულისტკივილი გამოხატა ჩურკინის გარდაცვალების გამო და მისი ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა.
გაერო-ს სხდომა რუსი დიპლომატის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.
ვიტალი ჩურკინი გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პოსტს 2006 წლიდან იკავებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.