პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში დაბრუნებული კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძე ილია მეორეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, მამუკა მდინარაძესთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში დახვდა და უწმინდესს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც მას 13 თებერვალს ოპერაცია ჩაუტარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.