ჩვენი ტკივილია მამა გიორგის მდგომარეობა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება - გაირკვევა მტყუან-მართალი, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი თევდორაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, დაკავებული დეკანოზის საქმით ყველა დაინტერესებულია. საქართველოს საპატრიარქოში, ამ წუთებში, სავარაუდოდ, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.