საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაეცემა - ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კანონპროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.
მისი განმარტებით, ამ კანონპროექტით აღდგება სტატუს-კვო, რომელიც 2015 წლამდე არსებობდა, როდესაც საფინანსო სექტორის ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა.
„ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკს“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.