თბილისის საკრებულოში მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის შესახებ მერიის წარმომადგენლების დაბარებას, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა.
„გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ, არის აბსოლუტურად კანონიერი, ამიტომაც არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად პოლიტიკური შოუს სანახავად და მოწყობის მიზნით ჩვენი წარმომადგენლების გაგზავნა საკრებულოში. შესაბამისად, დღევანდელი შოუ არ შედგა. თუ ვინმეს რამეში ეპარება ეჭვი მასალები რეაგირებისთვის გადაგზავნილია პროკურატურაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება. თუმცა, გამოძიებისთვის არამგონია რაიმე საინტერესო იყოს“, - განმარტა მერმა.
საკრებულოში დღეს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დაბარებული იყო თბილისის მერის 2 მოადგილე და ასევე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თუმცა, არც ერთი მათგანი საკრებულოში არ მივიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.