პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე: შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია
21-02-2017, 04:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან მან პატრიარქსა და მეუფეებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა კომენტარი.

 

 

იგი ფიქრობს, რომ აუცილებელია ყველა მხარეს მიეცეს სიმართლის მტკიცებისა და შეჯიბრებითობის საშუალება.

 

 

„პატრიარქთან ერთად ჩვენ შევხვდით ჩვენს მეუფეებს. მე დავესაწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც ეკლესიასთან მიმართებაში ვითარდება. პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვანი თავყრილობას, პატრიარქი და მეუფეებიც ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ. შეჯამება ამ საუბრის მდგომარეობს შემდეგში - ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა - დააფიქსიროს, ამტკიცოს თავისი სიმართლე და ან თავისი ვერსიის სიმართლე. ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცავ სტურქტურებს აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე. ამ პროცესის ღიაობით, გამჭვირვალეობით, შეჯიბრებითობით იმიტომ, რომ მე მინდა შევახსენო ყველას დღეს - შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია საქართველოში და მამა გიორგის უნდა მიეცეს, მის ადვოკატებს შესაძლებლობა, რომ თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველა ამაზე ვსაუბრობთ. ამ პროცესით ჩვენ გადავლახავთ სირთულეებს და მივალთ ჭეშმარიტ პასუხებამდე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი