ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დაკავებული დეკანოზის საქმეზე, საპატრიარქოში ილია მეორესა და მეუფეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შეჯიბრებითობისა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.
„ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა - დააფიქსიროს, ამტკიცოს თავისი სიმართლე და ან თავისი ვერსიის სიმართლე. ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე. ამ პროცესის ღიაობით, გამჭვირვალეობით, შეჯიბრებითობით იმიტომ, რომ მე მინდა შევახსენო ყველას დღეს - შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია საქართველოში და მამა გიორგის უნდა მიეცეს, მის ადვოკატებს შესაძლებლობა, რომ თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველა ამაზე ვსაუბრობთ. ამ პროცესით ჩვენ გადავლახავთ სირთულეებს და მივალთ ჭეშმარიტ პასუხებამდე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.