დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე, შესაძლოა, მოწევა აიკრძალოს. კანონმდებლობა მკაცრდება ახალი კანონპროექტით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელზეც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელით, მხარდაჭერა დაადასტურა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიან ივანუშამ.
საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების წინაისტორიაზე ისაუბრა კანონპროექტის ავტორმა, პარლამენტის წვერმა გუგული მაღრაძემ. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ კიდევ მერვე მოწვევის პარლამენტში მომზადდა და მისი ინიცირებაც მოხდა.
„მიხარია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი დაფიქსირდება ისტორიაში, როგორც პარლამენტი, რომელიც მიიღებს ამ ძალიან მნიშვნელოვან შესწორებებს კანონში“,- განაცხადა დეპუტატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.