შსს-ში წვევამდელებმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადეს
24-03-2015, 03:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვევამდელთა ახალი ნაკადი მიიღო. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ბაზაზე 242-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო. ახალწვეულებმა ფიცის დადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს.


წვევამდელთა ფიცის მიღებას შს მინისტრის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ მღებრიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის მაიორი ზაზა ფანცულაია, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ წვევამდელთა ოჯახის წევრები, რომლებსაც ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ რა პირობებში იმსახურებენ მათი შვილები.

 

წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ახალწვეულები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით და ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.


 

ღონისძიების დასასრულს შს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილმა დემობილიზაციაში გასული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში გამოჩენილი მამაცობისა და საბრძოლო ღირსების დაცვისთვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი