აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-ს ცნობით, პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა ქვეყნის პირველ ვიცე პრეზიდენტად დანიშნა.
სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
ვიცე პრეზიდენტის პოსტი აზერბაიჯანში სექტემბრის კონსტიტუციური რეფერენდუმის შემდეგ შეიქმნა.
კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ორი ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთ-ერთი პირველი ვიცე პრეზიდენტია. პირველი ვიცე პრეზიდენტი პრეზიდენტის პოსტს იკავებს იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედ პრეზიდენტს არ შეუძლია განახორციელოს თავისი უფლებამოსილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.