შსს უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს უფროსმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
21-02-2017, 10:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს უფროსმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

 

 

გვსურს, გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 21 თებერვალს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებს, სადაც იგი შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსს, ავთანდილ გალდავას თავისი შვილის - გ.დ.-სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

 

 

იმისთვის, რომ არ მოხდეს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განვმარტავთ:

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლები ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლის ფარგლებშიც მოხდა გ. დ.-სთან გასაუბრება.

 

 

როგორც შსს-ს გენერალურ ინსპექციას გ.დ.-მ ოდნავ მოგვიანებით განუცხადა (აღნიშნული დაფიქსირებულია გასაუბრების შესახებ ოქმში და ხელმოწერილია მის მიერ), ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა ავთანდილ გალდავამ მას პოლიციის შენობაში გაყოლა მოსთხოვა. გ.დ.-ს თქმით, ამასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა მის მეგობარს - ლ.ტ.-ს, რის შემდეგაც ავთანდილ გალდავამ ამ უკანასკნელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და თავად იგი იძულებით შეიყვანა პოლიციის შენობაში.

 

 

პოლიციის სამმართველოს შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების სრული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ გ.დ.-ს მიერ შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის მიცემული ჩვენების ეს ნაწილი სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს (გთხოვთ, იხილოთ ვიდეომასალა).

 

 

ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შევნიშნავთ, რომ 1990 წელს დაბადებული გ.დ. წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი, მათ შორის, ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის და უცხო ქვეყნის მოქალაქის ცემის ბრალდებით. გ.დ. ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

 

 

პოლიციის შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან ასევე ირკვევა, რომ გ.დ.-მ სამმართველოში 14 წუთი დაჰყო. გამოსვლისას მას გარეგნული დაზიანების არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა.

 

 

პოლიციის სამმართველოდან გამოსული გ.დ. თავის ადვოკატს შეხვდა. ხანგრძლივი განსჯის შემდეგ (რაც ასევე დასტურდება ვიდეოჩანაწერებით), გ.დ.-მ ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა და განაცხადა, რომ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადასთან საუბრისას გ.დ.-მ აღნიშნა, რომ უჩიოდა ტკივილს მუცლის არეში და დაჟინებით მოითხოვა ჰოსპიტალში გადაყვანა.

 

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი