გიორგი მარგველაშვილი: რეალურად ჩვენ ვხედავდით ამ დღეების განმავლობაში, რომ პოლიტიკოსები პროკურორის როლს თამაშობდნენ, პროკურორები პოლიტიკოსების როლს თამაშობდნენ
21-02-2017, 12:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეუძლებელია, შეცდომა არ დაგემართოს, როდესაც ხდება როლების და ფუნქციების აღრევა. რეალურად ჩვენ ვხედავდით ამ დღეების განმავლობაში, რომ პოლიტიკოსები პროკურორის როლს თამაშობდნენ, პროკურორები პოლიტიკოსების როლს თამაშობდნენ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" სტუმრობისას ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში „თვისობრივად აღრეული იყო ის, თუ ვინ რა კომპეტენციაში უნდა ილაპარაკოს".

 

 

„დაიწყო იმით, რომ სანამ პროკურორის განცხადება იქნებოდა, მთელმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს განცხადება და ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში არსებობს ძალიან მარტივი წესები, წესები, რომლებიც გამოგონილია იმისთვის, რომ სისტემამ იფუნქციონიროს ნორმალურად. და ამ წესის შინაარსი შემდეგია: როცა შენ ხარ პოლიტიკოსი, შენ არ ხარ პროკურორი.

 

 

შეიძლება ძალიან გინდა გახდე პროკურორი, მაგრამ შენ არ ხარ პროკურორი და შენ უნდა აკეთებდე პოლიტიკურ განცხადებებს. ხოლო როცა შენ ხარ პროკურორი, შენ უნდა აკეთებდე ისეთ განცხადებებს, როგორიც არის პროკურატურის ფუნქციებში. შემდეგ ამ საკითხის განხილვა გადავიდა, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად შეუზღუდავ ფორმატში. დღესაც, ჩვენ ვხედავთ რომ არაერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია ამ საქმეებზე სასაუბროდ, აკეთებს განცხადებებს. ეს განცხადებები, ბუნებრივია, ძაბავს საზოგადოებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი