პატრიარქის სანახავად ვიყავით ყველანი მისული, რომ დავრწმუნებულიყავით, ჯანმრთელად დაბრუნდა და კარგად არის, - აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ გააკეთა.
პატრიარქთან შეხვედრაზე პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე და მესამე ვიცე პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა იმყოფებოდნენ.
ჯეჯელავას თქმით, შეხვედრაზე ე.წ. ციანიდის საქმეზე არ უსაუბრიათ.
„პატრიარქი მოვინახულეთ და პირველი, რაც მინდა გითხრათ, ოპერაციის შემდეგ ძალიან კარგად გრძნობს თავს. მძიმე ოპერაცია გადაიტანა და მინდა, რომ ჯანმრთელობა ვუსურვოთ და დიდხანს სიცოცხლე," - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.