ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ბათუმში, ღამის კლუბ „არენაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად
21-02-2017, 23:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ბათუმში, ღამის კლუბ „არენაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად.

 

 

ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2" ავრცელებს. დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილი, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

 

 

შემთხვევა წუხელ, დაახლოებით, 01:00 საათზე მოხდა. ტელეკომპანია თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ღამის კლუბში ხანძრის გაჩენის დროს 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

 

 

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, ერთ-ერთი ვერსიით ის ელექტროსადენების მიზეზით კონდინციონერიდან გაჩნდა.

 

 

მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით ნივთის დაზიანება-განადგურების მუხლით, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი