საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი მეწარმე დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია რომ ბრალდებული, მისი კუთვნილი მაღაზიიდან, სისტემატურად ახდენდა მარკირებას დაქვემდებარებული სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების უაქციზოდ რეალიზაციას, რითაც იგი თავს არიდებდა კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას. 2017 წლის 21 თებერვალს, საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დააკავა უაქციზო სასმელების რეალიზაციისას. მისი მაღაზიის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულა დიდი რაოდენობით ,,BELUGA“-ს, „FINLANDIA”-ს, ,,NEMIROFF”-ს და სხვა დასახელების უაქციზო არყები.
საქმეზე მიმდიანრეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.