„ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი მომზადდა ფართო მსჯელობის და დისკუსიის საფუძველზე და ის შესაბამისობაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. შესაბამისად, ამ კვირაში ჩვენ კანონპროექტების პაკეტს მეორე მოსმენით განვიხილავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ, განხილვების პროცესში, ცალკეულ მუხლებში ცვლილებების შეტანაც არ გამორიცხა. კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებს და კანონპროექტთა პაკეტს დათქმულ ვადებში მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.