დეკანოზი გიორგი მამალაძე, დღეს შესაძლოა, პატრიარქთან შეხვედრის მიზნით, ჩაფიძის კლინიკიდან საპატრიარქოში გადაიყვანონ.
აღნიშნულს მისი ინტერესების დამცველი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს.
„შესაძლებელია საპატრიარქოში გადაყვანა მოხდეს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით", - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
როგორც ცნობილია ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე, უკვე რამდენიმე დღეა გამოთქვამს სურვილს შეხვდეს საქართველოს პატრიარქს და პირადად მიაწოდოს მას ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.