გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაერთი კითხვა აქვს.
მისი თქმით, კითხვები ასევე არსებობს საზოგადოებასა და ბიზნესსექტორშიც.
„ჩვენი მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობისთვის შეთავაზებულ კონსულტაციებზე მივიღეთ უარი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობამ აირჩია თვითიზოლაციის გზა, რაც არ არის კარგი არც ქვეყნისთვის და არც თავად ამ პოლიტიკური ძალისთვის. ამის მტკიცების საფუძველს გვაძლევს წინა გამოცდილება პრეზიდენტის მიერ წარდგენილ და დაძლეულ ვეტოებთან დაკავშირებით, როდესაც უმრავლესობის მიერ წარმატებით დაძლეული ვეტო ან საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, ან თავად ხელისუფლებამ შეცვალა პოზიცია. კერძოდ, „მოსმენების" კანონი არაკონსტიტუციურად ცნეს, საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონი შეჩერებულია და პოზიცია გაზიარებულია მთავრობის მიერ წელიწადნახევრის შედგომ. საერთო სასამართლოების შესახებ კანონი ასევე ცნობილია არაკონსტიტუციურად. მინდა ყველას შევახსენო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ნიშნავს მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე", - განაცხადა აბაშიშვილმა პრესკონფერენციაზე.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს ვეტო, აბაშიშვილი ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.