საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ვაზიანში, IV მექანიზირებულ ბრიგადაში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზა, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. მოგვიანებით, ბრიფინგზე, ბრიგადის ხელმძღვანელობამ მათ IV მექანიზირებული ბრიგადის შექმნის ისტორია და ამოცანები გააცნო.
სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორიაც მოისმინეს და საქართველოში უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, პროფესორმა მანანა მაღრაძემ ახალგაზრდებს აკადემიაში მიღების წესისა და სასწავლო პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. IV მექანიზირებულ ბრიგადაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის II კურსის იუნკერი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ალი ტალიბოვიც იმყოფებოდა, რომელიც მოსწავლეებს გაესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.