დეკანოზ გიორგი მამალაძის თხოვნას პატრიარქთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრასთან დაკავშირებით საპატრიარქოდან გამოეხმაურნენ.
პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი „რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მამა გიორგი მამალაძეს შეხვდეს.
რაც შეეხება სინოდის წევრებს, მამა მიქაელის თქმით, სახელმწიფომ მათ სთხოვა, რომ მღვდელმთავრებმა მაქსიმალურად თავი შეიკავონ საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.