ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან არ შეუშვეს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ხელისუფლება შეცდომას უშვებს".
„ძალიან მოულოდნელი პასუხი მივიღე - რომ არ მიშვებენ მამა გიორგის სანახავად. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს ისევ ხელისუფლება ამ შემთხვევაში", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.
მისივე თქმით, დაკავებულ დეკანოზს არ ეძლევა საშუალება გაეცნოს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მედიით გასულ ინფორმაციებს.
„მას არ აქვს ტელევიზორი. ვფიქრობ, რომ დღემდე ტექნიკური მიზეზებით აფერხებენ ამ საკითხის მოგვარებას", - აღნიშნა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.