საქართველოში პატრიარქის ჩამობრძანებიდან უკვე საპატრიარქოში სიტუაციას მართავს ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი სცენარის, ავტორი ამ სკანდალისა ქალბატონის სახით, - აღნიშნული განცხადება ე.წ. მატროსოვის ციხესთან ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ შორენა თეთრუაშვილი მმართვალობას ჩამოცილდეს.
„გამოძიებას არ შეეშალოს ხელი და შეეწყოს ხელი გამოძიების ობიექტურად წარმართვას.... გაკეთებული განცხადებები, მამა მიქაელის განცხადება, სხვა ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციები საპატრიარქოს სახელით მისი გარემოცვისაგან რაც კეთდება, ემსახურება ხელისშეშლას გამოძიების პროცესის. მე ვადასტურებ, რომ სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი", - განაცხადა მიტროპოლიტმა, რომელიც დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკავებული დეკანოზის მოსანახულებლად არ შეუშვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.