დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოში იმყოფებიან
23-02-2017, 03:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები მივიდნენ. მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, მამალაძის ადვოკატებმა გამოთქვეს სურვილი, შეხვდნენ წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, რაზეც მათი მხრიდანაც არის მზაობა.

 

 

„ჩვენ შევხვდებით მათ და მოვისმენთ ინფორმაციას, თუ რისი თქმა უნდათ. ცნობისთვის მინდა განვაცხადო, რომ მამა გიორგის სამივე ადვოკატი ორი დღის წინ დილით, იმყოფებოდნენ მის უწმინდესობასთან და მათ უწმინდესობა ჩააყენეს საქმის კურსში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მამა გიორგის უკავშირდება. ასე, რომ აზრი იმის თაობაზე, რომ ჩვენ თავს ვიკავებთ დაცვის მხარესთან შეხვედრაზე, უსაფუძვლოა. ასეთი კომუნიკაცია არსებობდა და დღესაც ვაცხადებთ მზაობას, შევხვდეთ მამა გიორგის ადვოკატებს”, - განაცხადა მამა მიქაელმა.

 

 

მისივე თქმით, შეხვედრას თავად პატრიარქი არ დაესწრება.

 


„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადვოკატებთან ერთად, მეუფე პეტრე ცაავაც იმყოფება, რომელიც დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძესთან არ შეუშვეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი