საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „ეფექტური მმართველობა - საგანმანათლებლო საქმიანობით დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკების ხელშეწყობა“ გახსნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) კონფერენციის ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ძალაში შესვლისა და დანერგვის პროცესში საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დგას. თუ საჯარო სამსახურის სტანდარტები არ ვითარდება, საჯარო სამსახური და სახელმწიფო ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელსაც საზოგადოება და ამომრჩეველი აყენებს.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის სტანდარტის მუდმივად ზრდა, როგორც პროფესიული კვალიფიკაციის ასევე, ეთიკური მიმართულებით. ამის განხორციელება კი, განათლების სისტემის გარეშე, კვალიფიკაციის მუდმივი ზრდის გარეშე ძალიან რთულია.
„საჯარო სამსახური მუდმივად მოძრაობაში მყოფი სისტემაა და განათლების და კვალიფიკაციის ზრდის შეხამება უნდა მოხდეს ბუნებრივად, ისე რომ თვითონ ეს სისტემაც არ გაჩერდეს და განაგრძოს ეფექტურად მუშაობა.
ეს არის ის რთული გამოწვევა, რომელიც დგას დღეს ნებისმიერი მთავრობის წინაშე, რომელსაც უნდა, რომ მაღალი ხარისხით უპასუხოს ამომრჩევლის ნდობას” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კონფერენციის გახსნისას სიტყვით გამოვიდნენ ასევე: ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში იან კელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი მაკა იოსელიანი.
კონფერენციაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა) არსებულ პრობლემებზე.
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში ეფექტური მმართველობითი მექანიზმების სწავლებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით;
საჯარო მმართველობის საუნივერსიტეტო კურსების განვითარების, პროფესიული განვითარების პროგრამების მეშვეობით, საჯარო მოხელეებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღვივების და საჯარო სამსახურში ეთიკური ქცევითი მოდელების დამკვიდრების საკითხებს.
ღონიძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.