თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „ალგეთის“ პოლიგონზე ის ახალწვეულები მოინახულეს, რომლებმაც „საბრძოლო მომზადების კურსი“ დაიწყეს.
მინისტრი ახალწვეულებს განახლებული საბრძოლო მომზადების პროგრამის შესახებ ესაუბრა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში წარმატება უსურვა.
„ჩვენ დავიწყეთ ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსი, ეს არის სრულიად ახალი პროგრამა, რომელსაც პირადად გავეცანი. ასევე გავეცანი ახალწვეულთა საყოფაცხოვრებო პირობებს. ამ სისტემის ფარგლებში ახალწვეულებს იგივე მომზადების კურსს ვთავაზობთ, რომელსაც პროფესიონალი ჯარისკაცი გადის. ვთავაზობთ უკეთეს სოციალურ პირობებსაც და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ვთავაზობთ ინტეგრაციის უკეთეს საშუალებებს. მთავარი არის, რომ თითოეულს ჰქონდეს მოტივაცია თავისი ქვეყნის ღირსეული სამსახურის და ეს მათ აძლევს შესაძლებლობას რომ აიმაღლონ დისციპლინა, სულისკვეთება და იყვნენ ღირსეული მოქალაქეები. ყველანაირ პირობებს შევქმნით იმ სტანდარტების უზრუნველყოფისთვის, რა სტანდარტებიც ახალწვეულთა მომზადებას და ღირსეულ სამსახურს შეესაბამება“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „საბრძოლო მომზადების კურსი“ განახლებულია და შეესაბამება საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველნი გადიან. რეკრუტები ამ ეტაპზე პოლიგონზე იარაღის გარეშე სამწყობრო ილეთებს ეუფებიან, შემდეგ კი ჯარისკაცის მოვალეობების შესახებ სალექციო კურსს დაესწრებიან. ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ახალწვეულთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ, მოინახულეს სამედიცინო პუნქტი და კვების ობიექტი.
უწყების განმარტებით, „ალგეთის“ ბაზაზე „ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსს“ ამჟამად 398 რეკრუტი გადის. გაწვევის პროცესი გრძელდება და „ალგეთში“ საბოლოო ჯამში 700 ახალწვეულის მომზადება იგეგმება. 3-თვიანი მომზადების პირველი ეტაპი 30 აპრილს დასრულდება. რეკრუტების ორი ასეული სამხედრო ფიცს შეიარაღებული ძალების დღეს, 30 აპრილს დადებენ. ხოლო ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
კურსის გავლის შემდეგ ახალწვეულები ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც შემდეგი 9 თვის მანძილზე იმსახურებენ. სამსახურის პერიოდში მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის უფლება.
ახალწვეულები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სწავლებაში, გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე შეასრულებენ სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებს.
მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს, დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძეც სტუმრობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.