პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც ე.წ. ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გრძელდება, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა დაუპირისპირდნენ.
ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და განცხადა, რომ „არ შეიძლება სუს-ის დაქვემედებარების ქვეშ იყოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე თემა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სუს-ის უფრო არის ივანიშვილის დაცვის უფროსი. თქვენს მიერ შემოთავაზებული მოდელი ამ არც ერთ დავალებას არ ასრულებს, პირიქით, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ და დარბაზში მყოფ ეკა ბესელიას რეპლიკაზე აღნიშნა, რომ უჯობესი იქნება თუ ყველა პარლამენტარი პარლამენტის წევრისთვის შესაფერისად მოიქცევა.
ბოკუჩავას აღნიშნულ გამოსვლას ბესელიამ შემდეგნაირად უპასუხა:
„ჩემს წინა გამომსვლელს უნდა ვუთხრა, რომ ცოტა მეტი დრო დახარჯოს და წაიკითხოს რაზეც საუბრობს ის კანონპროექტი. აბსოლუტურად არაკომპეტენტური, აბსოლუტურად ზედაპირული, აბსოლუტურად აი, პირადპირ გეტყვით საკითხისადმი უვიცი დამოკიდებულებაა ეს ახლა რასაც ვისმენდი მე პირადად.... ჯერ ერთი თავი უნდა გაანებო ამ პერსონალურ მომართვებს და როდესაც აკეთებ პერსონალურ მომართვას, მიიღებ პერსონალურ პასუხს... წაიკითხე კანონპროექტი, კარგად გაერკვიე რაზე საუბრობ და მერე შეიძლება ვინმემ მოგისმინოს ამ საკითხზე.... წესი ის არის, რომ ადგილიდან არ უნდა ყვიროდეს დეპუტატი და ხანდახან რეგლამენტიც წაიკითხე ხოლმე".
გამოსვლას მოჰყვა კოლეგებს შორის კამათი - ბოკუჩავამ ბესელიას უტიფარი უწოდა.
„ყველაფერთან ერთად უვიციც ხარ", - უპასუხა ეკა ბესელიამ ბოკუჩავას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.