ნატო-ს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ გაზარდოს წარმომადგენლობა და პატრულირება შავ ზღვაზე, -აღნიშნული განცხადება საქართველოში ნატო-ს მისიის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი განმარტებით, წარმოდგენილი ძირითადად მულტინაციონალური ძალები იქნებიან.
„რაც შეეხება საქართველოს როლს, დეტალები უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ქვეყანა დაინტერესებულია პროცესით. როგორი იქნება ამ მიმართულებით საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა, როგორ ჩაერთვება ქვეყანა - ეს საკითხები ჯერ ისევ განხილვის პროცესშია", - განაცხადა ლაჰიუმ.
მან ასევე რუსეთის განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და მეზობლების მიმართ აგრესიულ რიტორიკაზეც ისაუბრა.
„ძირითადი გამოწვევა არის ის, რომ რუსეთმა სამხედრო აგრესიით ყირიმის ანექსია მოახდინა და ის სეპარატისტულ ძალებს იყენებს უკრაინაში. რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები დაარღვია. ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რათა მან თავისი სახედრო აგრესია არამარტო საქართველოსა და უკრაინის მიმართ გამოიყენა, არამედ მეზობლების მიმართ. ამიტომ, ალიანსი იძულებული გახდა, გაზარდოს მზადყოფნა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში. ამით ნატო ამ ქვეყნებს არწმუნებს, რომ ალიანსი მზად არის ისინი დაიცვას. ეს ასევე არის გზავნილი რუსეთისთვისაც, რომ ჩვენი წევრები დაცულები არიან და იქნებიან ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში", - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.