ადვოკატი მიხეილ რამიშვილი: წმინდა სინოდის წევრებს ჰქონდათ კითხვები გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია
23-02-2017, 05:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წმინდა სინოდის წევრებს ჰქონდათ კითხვები გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც მერე ცნობილი იქნება პირველ რიგში, გამოძიებისთვის, შემდეგში უკვე საზოგადოებისთვის, - აღნიშნული განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სინოდის წევრები მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრას არ გეგმავენ.

 

 

„ჩვენ აბსოლუტურად დეტალურად ვესაუბრეთ და მივეცით ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რასთან არის საერთოდ საქმე. ეს განპირობებულია იქედან გამომდინარე, რომ ჩვენებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდათ წმინდა სინოდის წევრებს.

 

 

ჩვენებას აძლევს ჩველებრივად მამა გიორგი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, ბრალი რაზეც წაუყენეს, რომ ეს ბრალი არის აბსოლუტურად უკანონო, არ ექვემდებარება არანაირ კანონიერებას და გარკვეულწილად ის არის უდანაშაულო ამ საქმესთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის წევრებს ჰქონდათ კითხვები გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც მერე ცნობილი იქნება პირველ რიგში, გამოძიებისთვის, შემდეგში უკვე საზოგადოებისთვის", - განაცხადა რამიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ამ შეხვედრას პატრიარქი არ დასწრებია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი